რომელი მესენჯერია სანდო თქვენი ინფორმაციისთვის – Signal

Signal – ალბათ ბევრისგან გსმენიათ ამ მესენჯერის არსებობის შესახებ, მაგრამ იყენებს რო ბევრი თქვენი ნაცნობი ამ პროგრამას? რა თქმა უნდა არა, რადგან ყველა გავრცელებული მესენჯერებია, Whatsapp, Viber, Facebook messanger…

საქმე ისაა, რომ ჩვენი ინფორმაცია ყოველთვის აინტერესებს სახელმწიფოსა თუ კერძო პირებს, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან. რა თქმა უნდა თქვენი პირადი ურთიერთობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის, რადგან ქვეყნებს აქვს სხვა ინტერესები, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ისრაელში, რუსეთსა და მათ შორის საქართველოშიც. თავისთავად ჩინეთსა და ჩრდ.კორეაზე საუბარიც ზედმეტია. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა რომ თქვენი თითოეული შეტყობინება გაკონტროლდეს თუ ვის რაზე წერთ, შესაბამისად აქედან ამოირჩევა ის მინაწერები, რომელიც დაკავშირებულია მათ ინტერესებზე და ხდება თქვენი გამოკვლევა დაზვერვისა თუ სხვა ორგანოების დახმარებით.

წარმოგიდგენთ მესენჯერ Signal-ს, რომელიც ისრაელშია დაფუძნებული და იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც ფარავს თქვენს მინაწერებსა თუ ზარებს, მოდი უფრო ახლოს გავეცნოთ ამ მეთოდს:

‘end-to-end encryption’’, რაც ნიშნავს რომ ორ პირს შორის შეტყობინებები, როგორც წერილობითი, ასევე ხმოვანი იგზავნება დაშიფვრით, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირი ან თვით კომპანია ვერ შეიტყობს თუ რას სახის შეტყობინებებს აგზავნით ან რა თემაზე საუბრობთ. ისინი იყენებენ 256 ბიტიან დაშიფვრას, რაც ნიშნავს, რომ მის გატეხას დასჭირდება რამდენიმე წელი, რაც რა თქმა უნდა დროის ტყუილი ხარჯვაა.

მაგრამ ნამდვილად არის თუ არა იგი დაცული?

მათი ინფორმაციის თანახმად ისინი იყენებენ შიფრს, რომელიც მხოლოდ წაკითხვადია იმ ხალხს შორის, ვინც წერენ ერთამენთს, ასევე მას აქვს გახსნილი კოდი (open source) რაც საშუალებას გვაძლევს მის შესწავლის, მაგალითისთვის ტელეგრამს არ აქვს მსგავსი საშუალება და შეუძლებელია მისი კოდის ნახვა. ასევე პლუსი არის თქვენი მონაცემების შეგროვების უარის თქმა, როგორიცაა ქუქი ფაილები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მაშინ ტერორისტებიც შეძლებენ აქტების დაგეგმვასა და განხორციელებას სახელმწიფოების წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნები რამდენად შეძლებენ საკუთარი სახელმწიფოს დაცვას, ჯერ-ჯერობით ეს უცნობია.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top