LG-ის სარეცხი მანქანა 3.6გბ ინტერნეტს იპარავს

დღესდღეობით თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკას ინტერნეტთან წვდომა აქვს. იგი გამოიყენება როგორც დისტანციურად სამართავად, ასევე სხვადასხვა პრივილეგიების გამოსაყენებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა ინტერნეტის მოხმარება არ უნდა აჭარბებდეს რამდენიმე მეგაბაიტს დღეში. მაინც რა მოხდა LG-ის სარეცხ მანქანასთან დაკავშირებით?

ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს და დამამტკიცებელ საბუთს აბამს პოსტს: რატომ მოიხმარს ჩემი სარეცხი მანქანა 3.6გბ ინტერნეტს დღეში? მისი პოსტი 17 მილიონმა ადამიანმა უკვე ნახა და იუმორის საგნათაც იქცა.

როგორც ირკვევა სარეცხი მანქანის IP მისამართიდან იყო ატვირთული 3.6გბ მონაცემები, რომელიც ASUS როუტერის წყალობით იქნა დაფიქსირებული. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ პერიოდში სარეცხი მანქანა იყო გათიშული, რადგანაც უმოქმედობის დროს სარეცხი მანქანა ითიშება, რაც ხელს უწყობს მონაცემების გაგზავნის შემცირებას.

ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარი LG წარმომადგენელბს არ გაუკეთებიათ, მაგრამ ივარაუდება, რომ საქმე შეიძლება იყოს ჰაკერებთან, შეცდომასთან ან ტექნიკურ პრობლემასთან.

სტატიის სრულად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://cybernews.com/tech/mystery-surrounds-the-lg-washing-machine-hogging-3-6gb-of-data-per-day/

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top