Meta და Tiktok გვითვალთვალებენ

არავისთვისაა უცნობი, რომ ყველანაირი ჭკვიანი ტექნოლოგიები ჩვენზე ინფორმაციას აგროვებენ, მათ შორის ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ჭკვიანი სახლი და ა.შ, რა თქმა უნდა თუ მათ ინტერნეტთან აქვთ წვდომა.

მაგრამ რისთვისაა აუცილებელი ეს ინფორმაცია და რა რაოდენობის მონაცემებს იღებენ ჩვენგან?

ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის დაზვერვა, რომელშიც იგულისხმება ჩვენი პიროვნების გამოკვლვევა რათა დაარეკლამირონ თავიანთ პლატფორმებზე პროდუქცია, მაგრამ მსგავსი ინფორმაციას მოგროვება ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა და კანონითაა გათვლილი. ზუსტად ამის შესახებ აცხადება მომხმარებლების უფლებების დამცველი დიდ ბრიტანეთში. საქმეს ისიც ართულებს, რომ მომხარებლების უმეტესობა არ კითხულობს კომპანიების პოლიტიკას დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასთან. თავისთავად რთულია წაიკითხო 20 ათას სიტყვიანი ,,ნაშრომი”, რათა გაეცნო შენს უფლებებს. საინტერესოა ისიც, რომ ანდორიდის მომხმარებლებს უფრო მეტად სთხოვენ იფნრომაციის გაზიარებას, ვიდრე Apple პროდუქციის მომხმარებლებს.

მაინც რისთვის გამოიყენება შეგროვებული მონაცემები?

შეგროვებული ინფორმაცია ჭკვიანი კამერით: სახლის ადგილმდებარეობა, მისი ზომა, მანქანის დაპარკინგება (ადამიანის ქცევის განსაზღვრა).

ჭკვიანი დინამიკი (Speaker): რა პროდუქტის ყიდვა უნდა, ვთქვათ ამბობ: ეჰ გათავდა სარეცხი ფხვნილი არიელი, რა ვქნა? ამის შემდეგ ნახავთ უამრავ რეკლამას.

ჭკვიანი ტელევიზორი: რასაც უყურებთ იმის მიხედვით რეკლამის მორგება.

ჭკვიანი სარეცხი მანქანა: რამდენად ხშირად რეცხავენ სარეცხს? იგი ეხმარება კომპანიას რომ დაასკვნას რა ტემეპრატურას იყენებს, რა ელექტრო ენერგია ხმარდება და ა.შ.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top