ბირჟაზე ვაჭრობა – ახალი მოტყუების საშუალება

ბოლო დროს ინტერნეტში, სოციალური ქსელებისა თუ საიტების საშუალებით ვრცელდება რეკლამები ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ხშირად მატყუარები გთავაზობენ მარტივი ფულის შოვნას, ხოლო იმისათვის რომ მოგება მაქსიმალური და დაცული იყოს, ისინი გთავაზობენ ექსპერტის დაქირავებას, რომელიც უფასოა და შედის ბირჟაზე ვაჭრობაში.

ამის შემდეგ ისინი გეუბნებიან კონკრეტულ თარიღს, თუ როდის შეიძლება მოგებული თანხის გამოტანა და ამაში ისინი თავად დაგეხმარებიან.

გახსოვდეთ, რომ თაღლითები შემოდიან მჭიდრო კომუნიკაციაში თქვენთან და როგორც ,,მეგობარი” ისეთი სტატუსით გეკონტაქტებიან, გეკითხებიან თქვენს შესახებ ინფორმაციას, რა გიჭირთ, გაქვთ თუ არა სესხი ან შემოსავალი, ასევე კითხვა შეიძლება შეეხოს ქონებასაც და ა.შ.

რა საიტს იყენებენ თაღლითები?

ისინი იყენებენ ისეთ საიტებს, რომელიც სულ ახალი დარეგისტრირებულია ან საეჭვო რეპუტაციის მქონეა. ხშირად საიტის მისამართის მეშვეობითაც შესამჩნევია მისი სიაფანდე, რადგანაც იყენებენ გრძელ სახელებს და საკმაოდ განსხვავებულს ცნობილი პლატფორმებიდან.

თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში გადაამოწმოთ მისი ხანდაზმულობა და ასევე რეპუტაცია, გადახედოთ შეფასებებს, მაგრამ ყალბი შეფასებების მოპოვებაც საკმაოდ მარტივია.

რა თანხის დაბანდებას გვთავაზობენ?

თანხა მოიცავს 250 დოლარის დაბანდებას, მაგრამ თუ თქვენ ნაკლები ფული გაქვთ, არც ეს წარმოადგენს მათთვის დიდ პრობლემას. ისინი გთავაზობენ კონკრეტულ საიტზე ბარათის მონაცემების შეყვანას, რომლის შედეგად რომელიღაც კონკრეტულ საიტზე მოხდება ამ თანხის ჩამოჭრა და თაღლითებისთვის არამარტო თქვენი მონაცემები გახდება ცნობილი, არამედ ის თანხა, რომელიც ჩამოგაჭრათ.

გახსოვდეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბარათი დაზღვეული გაქვთ და თქვენი ინიციატივით მოხდა სმს კოდის (კოდი რომელიც მოდის ბარათის მონაცემების შეყვანის შედეგად გადახდის დასადასტურებლად) მიცემა თაღლითისთვის, ასეთ შემთხვევაში ბანკი თანხას არ აგინაზღაურებთ.

რა არის მათი შემდეგი ნაბიჯები?

თავისთავად ყალბ შექმნილ ბირჟაზე ნაჩვენებია თქვენი თანხა და ვაჭრობის მიმდინარეობა, მაგრამ როცა მათი ვარაუდით მოვა დრო, რომ გამოიტანოთ თანხა, ისინი გეკონტაქტებიან რომელიმე მესენჯერის დახმარებით და გთხოვენ გადაუგზავნოთ მათ თქვენი პასპორტი, ბარათის მონაცემები (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ეს მონაცემები) და სხვა სახის საბუთები.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? პასუხი მარტივია. როცა მათ აქვთ წვდომა ყველაფერ ამასთან, თაღლითებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბანკს და თავი გაასაღონ როგორც თქვენი პიროვნება, რომლის დროსაც მათ წვდომა ექნება თქვენს ონლაინ ბანკზე და მარტივად შეეძლებათ სესხის აღება თუ ბანკზე არსებული თანხის დაუფლება.

თავისთავად ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ბანკი ვალდებულია არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები, მაგრამ გახსოვდეთ, ბანკისთვისაც რთულია ამოიცნო თაღლითი, როცა მათ ყველა ინფორმაცია აქვთ თქვენს შესახებ.

როგორ ავირიდოთ თავი მსგავსი შემთხვევებისგან?

მარტივი ფულის შოვნა საკმაოდ რთულია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ გინდათ ბირჟაზე ვაჭრობა, ამისათვის უამრავი ვიდეოა და სასწავლო კურსები და არსებობს საკმაოდ დაცული და სანდო საიტები, ასევე ბანკებიც გვთავაზობენ ინვესტიციებს, რომელიც ონლაინ ბანკში შესვლითაა შესაძლებელი.

ამიტომაც როცა დაინახავთ რეკლამას, იქნება ეს ბირჟა, თუ რომელიმე ფირმის აქციების შეძენა და ბოლო დროს პრეზიდენტის სახელითა და სახით რეკლამირება თითქოს მარტივი ფული რიგდება ინვესტიციებით, არ დაიჯეროთ და გაატარეთ მსგავსი სახის რეკლამები, ან უჩივლეთ (Report), რომ სხვა ადამიანებიც არ დაზარალდნენ.

თუ თქვენ გახდით კიბერ თავდასხმის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას კიბერ დანაშაულის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: 112–უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ: 2 41 12 96; ელ–ფოსტა: cybercrime@mia.gov.ge https://police.ge/ge/projects/kiberdanashauli

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top