როგორ გავაგზავნოთ ანონიმური ელ.ფოსტა

ანონიმურობა ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ გავრცელებული რამაა, მაგრამ ყველაფერი ისეთი დაფარული არაა, როგორც ჩვენ გვგონია. თუ თქვენ იყენებთ Microsoft პროდუქციას და ალბათ ასეცაა, ამ შემთხვევაში ანონიმურობა უბრალოდ სიტყვაა და მეტი არაფერი, რადგან ისინი აკონტროლებენ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს და რაც ხილვადია თქვენთვის თქვენს მოწყობილობაში, იგივეა Microsoft-თვის.

რა თქმა უნდა შესაძლებელია ყალბი ‘Fake” ელექტრონული ფოსტების შექმნა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რამ:

  • თუ თქვენ ქმნით ყალბ ელექტრონულ ფოსტას, გაითვალისწინეთ, რომ ამას აკეთებთ თქვენი კომპიუტერით?
  • იგივე ბრაუზერით (ბრაუზერი: Google Chrome, Safari, Mozila, Opera და ა.შ.)?
  • იგივე ქსელით (ქსელი: ინტერნეტი რომელზეც ხართ დაკავშირებული, კაბელიანი ან უკაბელო)?

თუ რომელიმე ერთ პასუხზე მაინც არის კი, ანონიმურობა დაივიწყეთ, არ შევალ ღრმად ამ ყველაფერში მაგრამ ასეა.

რა გავაკეთო თუ მსურს გავუგზავნო ვინმეს ფარული ემაილი?

აქ რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ პირველი ეს არის თქვენი IP მისამართის (IP მისამართი: დაახლოებით იგივეა რაც მობილურის ნომერი, რაც უნიკალურია თითოეული ქსელისთვის) დამალვა, რათა არ დაფიქსირდეს იგი ნებისმიერ ადგილას და მათ შორის იმასთან, ვისაც უგზავნით წერილს. ამისათვის უნდა გამოიყენოთ VPN პროგრამა (VPN: ცვლის თქვენ IP მისამართს, სხვა IP მისამართით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ქვეყნის შეცვლაც, რაც ნიშნავს, რომ თქვენ იქნებით ანონიმური ქსელში), იგი საკმაოდაა ინტერნეტში, თანაც უფასოდ, მაგრამ გირჩევთ პროგრამა Proton VPN-ის გამოყენებას, მაგრამ თუ გინდათ სხვა, ესეც თქვენი ნებაა, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ VPN არ იყოს დარეგისტრირებული კომპანია თქვენს ქვეყანაში, რათა სახელმწიფომ არ მოახდინოს თქვენზე თვალთვალი.

თუ თქვენ დაფარეთ ემაილი, ჯობს გამოიყენოთ სხვა ბრაუზერი, რომელიც აქამდე არ გიხმარიათ, მე რეკომენდაციას გავუწევ Mozila Firefox-ს, რადგან მას საკმაოდ კარგი პოლიტიკა აქვს დაკავშირებული პირად სივცესთან. უმჯობესია გავხსათ Private ან Incognito გვერდი. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ემაილი შემდეგი საიტის დახმარებით AnonymouseMail. ეს მეთოდი გვაძლევს საშუელბას ერთჯერადად გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტა, მაგრამ პასუხს უკან მისგან ვერ დავიბრუნებთ და რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ემაილი ჩაიწვება, მაგრამ ადრესატს აუცილებლად მოუვა თქვენი წერილი.

კიდევ ერთი მეთოდია, თუ თქვენ გნებავთ რომ უკან მოგივიდეთ ემაილი, ანუ უპასუხოს თქვენს შეტყობინებას, მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა:

ეს საიტები იყენებენ შიფრს, რაც ნიშნავს რომ თქვენი წერილები დაშიფრულია და თავისთავად ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენთვის და ადრესატისთვისაა ნათელი ეს წერილი.

და ბოლოს, თუ თქვენ აგზავნით ვორდის დოკუმენტს ან რაიმე მსგავსის, უმჯობესია შევამოწმოთ მისი დეტალები, რათა თავიდან ავირიდოთ თქვენი ინფორმაციის გაჟონვა, ამისათვის ვორდის პიქტოგრამას, დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკით და შევიდეტ Properties. შემდეგ გადავიდეთ Details და ბოლოში დავაჭიროთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, რათა წაიშალოს ის ინფორმაცია, რაც თქვენ გეკუთვნით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top