LI-FI ინტერნეტი სინათლეში

რა არის LI-FI? LI-FI ალბათ გახსენებთ WI-FI, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ LI-FI ნათურის დახმარებით, რომელიც გვაძლევს სინათლეს, ასევე გვაძლევს საშუალებას ვისარგებლოთ ინტერნეტით. პირველად მისი ხსენება მოხდა 2011 წელს, რომელიც თანდათან მოდიოდა გამოყენებაში.

უფრო სწორად რომ მივუდგეთ კითხვას, WI-FI იყენებს რადიო ტალღებს, რათა მოწყობილობამ შეძლოს ინტერნეტთან დაკავშირება ანტენების დახმარებით, ხოლო LI-FI-ს დროს სინათლის (მხოლოდ LED ნათურები) მოდულაციის საშუალებით გადაეცემა ინტერნეტი მოწყობილობას. თუ გაგიჩნდათ კითხვა რატომ იყენებენ მას და საერთოდ რატომ შეიქმნა, პასუხი ადვილია. მისი გამოყენება ხდება იქ, სადაც რადიოტალღების გადაცემა ან აკრძალულია, ან რაიმე საფრთხეებთანაა დაკავშირებული, მაგალითად თვითმფრინავი, საავადმყოფო, სამხედრო დაწესებულებები და სხვა მსგავსი.

რა მინუსი აქვს LI-FI-ს?

მის სხივებს არ შეუძლიათ კედლების გარღვევა, ანუ ეს ნიშნავს, რომ მას აქვს დაბალი მიღების არეა და ასევე დაბალი დაჰაკვის პოტენციალი, WI-FI-თან შედარებით. აქვე დავამატებ იმასაც, რომ სხვა შუქების არსებობამ შეიძლება მისი შესაძლებლობები დააქვეითოს, მაგალითად მზის სხივები.

თავის დროზე, 2013 წელს LI-FI სისტემამ კარგი მაჩვენებელი გვანახა ინტერნეტ სისწრაფის მხრივ. იგი გადასცემდა 224გიგაბიტს წამში. ხოლო მისი ფასი ივარაუდება რომ იყოს დაბალი, ვიდრე WI-Fi. პირველად მისი გასაყიდი ესკიზი წარდგენილ იქნა ბარსელონაში 2014 წელს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top