Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის პროგრამა “ჯილდო სამართლიანობისთვის” ფარგლებში 10 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა გადაეცემა მას, ვინც მათ რუსული ჰაკერული დაჯგუფება RaHDit-ის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:
“$10 მილიონამდე ჯილდო რუსულ ჰაკერულ ჯგუფ ‘RaHDit’-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ.
აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება ‘RT’-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB)-ს ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.
‘RaHDit’-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ‘RaHDit’-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების, ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება”, — ვკითხულობთ პოსტში.