თოვლის ბაბუის მოლოდინში საახალწლო სასწაული მოხდა: გოგონამ გადაარჩინა ორი ინვალიდი ქალის სიცოცხლე
ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა. გოგონას ისე უნდოდა ერთხელ მაინც ენახა თოვლის ბაბუა, გადაწყვიტა, დღეს არ დაეძინა, არამედ დალოდებოდა მას.
უეცრად მან შორს დაინახა სუსტი შუქი, რომელიც ყოველ წუთს უფრო და უფრო დიდი ხდებოდა. გოგონამ მამას დაურეკა და ყველაფერი უამბო, რაც ნახა.
მამამ სასწრაფოდ გამოიძახა სახანძრო სამსახური, რომელმაც მოპირდაპირე სახლში გაჩენილი ხანძარი სწრაფად ჩააქრო. აღმოჩნდა, რომ პატარა გოგონამ გადაარჩინა ორი ინვალიდი – დედა და მისი ქალიშვილი.