სამხრეთ აფრიკის ნამდვილი ფაქტები, რომელიც პირადადაა ნანახი, ნაწილი პირველი - SUM.GE
  • ხუთ. ივნ 8th, 2023

სამხრეთ აფრიკის ნამდვილი ფაქტები, რომელიც პირადადაა ნანახი, ნაწილი პირველი

Byadmin

ივლ 17, 2022

ხშირად ინტერნეტში გაიგონებთ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, მათ შორის ისეთებიც, რომელიც საკმაოდ შორია ჩვენი სამშობლოდან. სამწუხაროდ 90% ფაქტების სიცრუეა ან ვადაგასული, რომელიც აღებულია ძველი რუსული საიტებიდან და შემდგომში ითარგმნა ქართულად, ამიტომაც წარმოგიდგენთ სამხრეთ აფრიკის იმ ფაქტებს, რომელიც პირადად მაქვს ნანახი, ამ ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი და მითი პირველი

ხშირად წაიკითხავთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყველაზე იაფი ელექტროენერგიაა, რაც თავისთავად დიდი სიცრუეა. ეს ასე იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ არა ახლა. საქმე ისაა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა განიცდის ელექტროენერგიის კრიზისს და იგი ცნობილია როგორც ‘Load Shedding”, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში დენი გრაფიკით მიეწოდება, ანუ ითიშება წინასწარ განსაზღვრული დროით რამდენიმე საათი, ხანდახან კი მთელი დღითაც (მთელი დღით იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები). გარდა ამისა, ელექტროენერგიის საფასურის გადასახადი საკმაოდ დიდია და შეადგენს 1 კილოვატი 2.6 რანდი, რაც ქართულ ფულზე თუ ავიღებთ 10 რანდი=2 ლარი, ღირს 52თეთრი +-. თუ ენერგოპროჯორჯიას საიტს დავუჯერებთ, საქართველოში 1 კილოვატის ფასი მერყეობს 3.2 თეთრიდან 15 თეთრამდე. ამიტომაც ნუ ვუჯერებთ ჭორებს და ვამოწმებთ ყოველთვის.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეორე

როგორც ვახსენე ქვეყანაში დენი ხშირად ითიშება, რაც იწვევს შუქნიშნების, იგივე რობოტების გათიშვას. სამწუხაროდ ამდენი მარეგულირებელი ქვეყანაში არაა და თავად მძროლებს უწევთ მისი რეგულირება. როგორ? თუ გზაჯვარედინია და შუქნიშანზე პირველი მიხვედით, ეს ნიშნავს რომ პირველი გადიხართ თქვენ, თუ თქვენ და ნებისმიერი სხვა ავტომობილი ერთად მოხვედით (ვთქვათ თქვენ მიდიხართ წინ, ის უხვევს მარჯვნივ და კვეთს თქვენს ხაზს) ასეთ შემთხვევაში უნდა ანიშნოთ თუ ვინ გაივლის პირველი ან დაიწყოთ მოძრაობა და მიხვდებით გითმობენ თუ არა გზას. შესაბამისად ეს საქართველოზე უკეთაა მოწყობილი, საგზაო მოძრაობა უშუქობის დროს.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მესამე

ქვეყანა უსაფრთხოა – ქვეყანა საშიშია. თუ დავუჯერებთ სტატისტიკას, ქვეყანა ერთ-ერთი კრიმინალური ქვეყანაა მსოფლიოში, რაც არ გვაძლევს საშუალებას ყველგან ვიაროთ ზურგჩანთით და ავტოსტოპით. სამხრეთ აფრიკაში არის უბნები, სადაც შესვლა სახიფათოა და მხოლოდ მანქანით გასვლაა რეკომენდირებული, ამიტომაც თავი უნდა შევიკავოთ ასეთ ადგილებში ფეხით გადაადგილებით. აუცილებელია მანქანის ყოლა და მისი მეშვოებით ქალაქებისა და ქუჩების დაპყრობა. რაც შეეხება ტურისტულ ადგილებს, ასეთ შემთხვევაში ფეხით სეირნობა დასაშვებია, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით იყავით თქვენ ნივთებთან.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეოთხე

ქვეყანაში საკმაოდ იაფია ხორც-პროდუქტები, და ასევე თქვენ შეხვდებით ქართველებისთვის განსხვავებულ ხორცს, როგორიცაა, სირაქლემა, ნიანგი, ანტილოპა და ა.შ. რა ღირს ღორის ხორცი? მაგალითისთვის ავიღოთ დაბეგვილი ღორის ხორცი 1კგ, რომელიც ღირს 45 რანდი, რაც დაახლოებით 9 ლარია. პანდემიამდე იყო პერიოდი, როცა მისი ღირებულება 8 ლარზე ნაკლებიც გახლდათ. ასევეა ხილზეც, ხილიც საკმაოდ იაფია, გააჩნია თუ რომელ მაღაზიაში შეიძენთ მას. შეიძლება 1 კგ ღორის ხორცში გადაიხადოთ 30 ლარი, ხოლო სხვაგან 10 ლარიც, აგრეთვე ხილზეც.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეხუთე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არის საქართველოს საელჩო 2011 წლიდან, რომელსაც 2012 წლის ოქტომბირდან უძღვება ყველასათვის საყვარელი დიპლომატი, ბატონი ბექა დვალი. საელჩო მდებარეობს ერთ-ერთ დედაქალაქ პრეტორიაში, რომელიც გახალვთ აღმასრულებელი ხელისუფლების ქალაქი. აქვე დავამატებ, რომ ქართველების რაოდენობა არ აღემატება 50 ადამიანს (მათ შორის არიან ისინი, ვინც დაბადებულნი არიან სამხრეთ აფრიკაში, ქართველების ოჯახში).

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეექვსე

მოგზაურობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სირთულეებთანაა დაკავშირებული. კერძოდ ეს ეხება ვიზის აღებას, რადგან საბუთების გაგზავნა გიწევთ ან ქალაქ კიევში (ომის გამო დროებით მიუწვდომელია) ან ქალაქ ანკარაში ფოსტის მეშვეობით, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე ძვირია ბილეთის ღირებულება, რომელიც ორი მიმართულება მოიცავს 1000 დოლარს +-. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა აიღოთ ან ტური, ან თავად გადაადგილდეთ ავტომობილით, რადგან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ არის განვითარებული და ხშირად სახიფათოცაა. ქვეანაში ფართოდაა გავრცელებული ფასიანი გზები და მაგალითად თუ თქვენ მოგინდებათ წასვლა ფასიანი გზებით იოჰანესბურგიდან კეიპტაუნში, დაახლოებით დაგიჯდებათ 150 ლარი + ბენზინი, რომლიც ფასი 2022 წლის ივლისის თვეში საკმაოდ ძვირია და ღირს 5 ლარამდე(25 რანდი +-). მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, ეს არის საუკეთესო ქვეყანა სამოგზაუროდ და გირჩევთ ერთხელ მაინც ეწვიოთ ამ არაჩვეულებრივ სახელმწიფოს, დაწვრილებით ინფორმაცია სავიზო რეჟიმთან და მოსანახულებელ ადგილებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ შემდგომ ბმულზე: https://www.youtube.com/channel/UCE6J7uzkbsSpoVuXzhQ-hxA/videos

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეშვიდე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მართლაც აქვს რამდენიმე დედაქალაქი, რომლებიც ასრულებენ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ფუნქციებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის დედაქალაქი პრეტორია, სადაც განთავსებულია საელჩოები. მის სამხრეთით არის ქალაქი იოჰანესბრუგი, ერთ-ერთი დიდი ეკონომიკური ქალაქი, რომელიც არ გახლავთ დედაქალაქი, მაგრამ ძალიან ახლოსაა პრეტორიასთან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში არის დედაქალაქი ბლუმფონტეინი, ხოლო სამხრეთ ნაწილში კეიპტაუნი, რომელიც თავისი ღვინის ვენახებით, ოკეანითა და ფერადი სახლებითაა ცნობილი. აქვე გავამატებ იმას, რომ თუ მოგზაურობას დაიყებთ პრეტორიიდან და მოუსირვებთ კეიპტაუნში ჩასვლას მანქანით, აუცილებლად გაივლით ყველა სამ დედაქალაქს.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მერვე

კაპიტალიზმი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მოდებულლი ასე თუ ისე. არც სამხრეთ აფრიკა არის გამონაკლისი. ამ ქვეყანას საკმაოდ საინტერესო საგადასახადო სისტემა აქვს, კერძოდ დღგ შეადგენს 15%, მაგრამ თუ თქვენ გნებავთ ბიზნესის გახსნა, მაგალითად რესტორანი ან მაღაზია, სადაც გაიყიდება ალკოჰოლი, ამისათვის დაგჭირდებათ, როგორც რესტორნის ლიცენზია, ასევე ალკოჰოლების. გარდა ამისა, თუ თქვენ რომელიმე დაწესებულებაში გიდგათ ტელევიზორი, არ აქვს მნიშვნელობა სახლში თუ რომელიმე კერძო ფირმაში, თქვენ იხდით ტელევიზორის გადასახადს. თუ თქვენ გყავთ მანქანა, ყოველწლიურად იხდით შესაბამის გადასახადს, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოცულობაზე, წლოვანებაზე და ა.შ. ხოლო თუ თქვენ ახალ წელს ფეირვერკის გასროლა მოგინდათ, აქაც დაგჭირდებათ შესაბამისი ლიცენზია, რათა გაილაზამოთ ახალი წელი. ფასიანი გზები არც არავის გვაკვირვებს, რადგანაც ის მთელ მსოფლიოშია. მოდი აღარ გავაგრძელებ კიდევ რაში მოგიწევთ ფულის გადახდა, მე კი გადავალ შემდეგ ფაქტზე.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეცხრე

თბილისის აეროპორტიდან, იოჰანესბურგის აეროპორტამდე, სწორი ხაზით დაახლოებით 7 700 კმ-ია (რაც ეკვატორის რადიუსზე მეტია.) თუ მოგზაურობა გადაწყვიტეთ თბილისიდან, თქვენ გაქვთ სამი სავარაუდო მიმართულება, ეს არის თურქეთი,არაბთა გაერთიანებული საამიროები,კატარი. თქვენ სავარაუდოდ მხოლოდ ფრენაში დახარჯავთ 13 საათს, რაც ნიშნავს იმას, რომ გაქვთ საკმარისი დრო წიგნების წასაკითხად, სათამაშოდ ან სერიალების საყურელბად. აგრეთვე თითქმის ყველა თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავს სამხრეთ აფრიკაში (შორი მანძილიდან, სტამბულიდან,დოჰიდან ან დუბაიდან და პირიქით) აქვს 1 საათიანი უფასო ვაიფაი, ან შეზღუდული მეგაბაიტები. მაგალითად, კატარის ავიახაზები გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ 1 საათით უფასოდ, მაგრამ თუ თქვენ გინდათ მთელი ფრენა გქონდეთ ინტერნეტი, მაშინ მოგიწევთ გადაიხადოთ 10 დოლარი წინასწარ (ონლაინ). რაც შეეხება თურქეთის ავიახაზებს, ისინი გაძლევენ 50მბ ინტერნეტს, თუ ხართ პრივილეგირებული ბარათის წევრი (კლასიკი და მეტი). სამაგიეროდ, თურქეთის ავიახაზების ამ რეისზე მუშაობს როუმინგი. გახსოვდეთ, რომ ვაიფაი ხელმისაწვდომია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ავა 10 000 მეტრ სიმაღლეზე და მეტზე.

სამხრეთ აფრიკის ფაქტები

ფაქტი მეათე

ვაზის სამშობლო საქართველოა, ღვინის ტურიზმი კი პირველად ავსტრალიაში დაიწყო, მაგრამ ღვინის ერთ-ერთი მთავარი სამშობლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა. სტელენბოში, კეიპტაუნი, ეს არის ღვინის ბილიკის გზა, სადაც უამრავი სახეობის ღვინო იწარმოება და იყიდება. საკმაოდ დიდი არჩევანია, როგორც წითელი, ასევე თეთრი ღვინის და შეგიძლიათ ყოველდღე სხვადასხვა სახის ღვინოები დააგემოვნოთ. შეიძლება პირადად ჩემზე ასეა, მაგრამ როცა საქართველოში ვსვამ ღვინოს, მათ შორის ცნობილი და ძვირიანი ფირმების, ერთი ბოთლის დალევის შემდეგ საკმაოდ შეუძლოდ ვხდები, ხოლო აფრიკულ ღვინოზე შემიძლია საჭესაც მივუჯდე და მთელი ეკვატორი დავიპყრო. ამით იმის თქმა მსურს, რომ ღვინის ხარისხი საკმაოდ მაღალია.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აქ უამრავი სხვა სახის ალკოჰოლური სასმელებიცაა და საკამოდ იაფად. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აქ ვერ შეხვდებით 1.5-2-2.5 ლიტრიან ლუდებს პლასმასის ბოთლში, ამიტომაც თქვენ ან იყიდით მას შუშის ბოთლში ან ალუმინის.

პირველი ნაწილის დასასრული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *