ეგვიპტეში სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ქალმა გასული წლის აპრილში კატარიდან ჩამოსვლისთანავე სცადა ეგვიპტეში 4 კგ კოკაინის შეტანა. ნარკოტიკი მის ბარგში იპოვეს, თუმცა, როგორც თავად ქალი ამტკიცებდა, უცნობმა ეგვიპტელმა ჩანთა გადასცა და მიწოდებაში 2,5 ათასი დოლარი გადაიხადა.
გამოძიების დროს შესაძლებელი გახდა გარკვეულიყო მხარე, რომელსაც კონტრაბანდული ტვირთი უნდა მიეტანა ეგვიპტეში, თუმცა სამართალდამცავები დუმან.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში კონტრაბანდასთან დაკავშირებული დანაშაულები ყველაზე მკაცრად ისჯება კანონით. ნარკოკურიერების წინააღმდეგ ქვეყანაში გამოყენებული ყველაზე მკაცრი ზომა სიკვდილით დასჯაა.