შეიძლება თუ არა სახელის ცვლილება სხვადასხვა ავიაკომპანიებთან? - SUM.GE
  • ხუთ. ივნ 8th, 2023

შეიძლება თუ არა სახელის ცვლილება სხვადასხვა ავიაკომპანიებთან?

ByGuram Labadze

ივლ 28, 2022

სახელის ცვლილება, იგივე ”Name Correction” ავიაკომპანიებთან, გარკვეულ სირთულეებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხშირად სახელის ცვლილებისთვის ისინი ითხოვენ გარკვეული რაოდენობის თანხას, ზოგი კიდევ არ გაძლევთ საშუალებას შეიცვალოთ სახელი ან გვარი.

რა პოლიტიკა აქვთ სხვადასხვა ცნობილ ავიაკომპანიებს ამის მიმართ?

QATAR AIRWAYS – კატარის ავიახაზების წესებში წერია, რომ საერთო ჯამში, კატარის ავიახაზები არ გვაძლევს საშუელბას შევიცვალოთ სახელი, რამდენიმე მიზეზის გამო. ყველაზე კაი გამოსვალია გააუქმთ მიმდინარე ბილეთი და შეიძინოთ ახალი. სრული ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.qatarairways.com/tradeportal/en/bookingnticketing/Name-Correction.html

TURKISH AIRLINES – თურექთის ავიახაზების წესებში წერია რომ, დაჯავშნის შემდეგ, ჩვენი ვებსაიტიდან ან მობილური აპლიკაციიდან, შეუძლებელია შეიცვალოს სახელი. სრული ინფორმაცია: https://www.turkishairlines.com/en-us/any-questions/can-i-change-my-booking-details-once-i-have-made-an-online-reservation/

Emirates– ემირატების ავიახაზები: ემირატების საიტით ვიგებთ, რომ სახელის შეცვლა შეიძლება თუ დაწერის დროს დავუშვით შეცდომა, მაგალითად გიორგის მაგივრად დავწერეთ გორგი, მაგრამ ამისათვის შეიძლება მოგვთხოვონ გარკვეული თანხა, როგორც ირკვევა თანხა მოიცავს 30 დოლარს, მაგრამ არა ყველგან. სრული ინფორმაცია: https://www.emirates.com/english/help/faq-topics/booking-with-emirates/faq/what-is-a-promotional-code/

LOT – პოლონეთის ავიახაზები ლოტი: თუ საიტს დავუჯერებთ, სახელის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება დაუკავშირდეთ ოპერატორს და აუხსნათ თუ რაშია პრობლემა, მაგრამ ამისათვის ისინი მოგთხოვენ გარკვეული რაოდენობის თანხას. სრული ინფორმაცია: https://www.lot.com/gr/en/help-center/booking-cancellation/how-can-i-change-the-name-and-surname-in-my-ticket

Pegasus – პეგასუსი: ასევე აკრძალულაი სახელის ცვლილება: https://www.flypgs.com/en/write-to-us/changes-and-cancellations#sf-3

Wizzair – ვიზეირი და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავაიახაზები: მგზავრის სახელის შეცვლა შესაძლებელია ონლაინ, გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე! თითოეული რეისისთვის საჭირო იქნება სახელის შეცვლის მოსაკრებლის (‎140 ₾) გადახდა: გაითვალისწინეთ, თუ სახელში ცვლილებების შეტანას მოითხოვთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, მოგიწევთ საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებლის გადახდა. მსგავსი პოლიტიკაა სხვა დაბალბიუჯეტიან ავიახაზებზე, სრულად: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/booking-information/changing-your-reservation

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *