რას ნიშნავს გოგოების ”არა ”კი” ”ხო”? - SUM.GE
  • ხუთ. ივნ 8th, 2023

რას ნიშნავს გოგოების ”არა ”კი” ”ხო”?

ვისაც ცხოვრებაში გოგონებთან ან ქალებთან ჰქონიათ ურთიერთობა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სირთულეებს აწყდება, როდესაც საუბარი მიდის მათი სიტყვების მნიშვნელობებზე. თუ ამ ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ, ადვილი მისახვედრია თუ რა სწყინთ, ან რა არ სიამოვნებთ, მაგრამ ყველასთვის დგება მომენტი, როდესაც ამ რეალობასთან პირველად გიწევთ შეხვედრა.

ჩემი ცხოვრების წელიწადზე მეტი გავატარე ძალიან რთულ ქალბატონთან (18-19 წლის), რომელთანაც მივხვდი თუ რა არის რთული პიროვნება და როგორი მანდილოსანი არ უნდა გედგეთ ცხოვრების გვერდით. დავიწყებ იმით, რომ ყოველი მეორე დღე მასთან კონფლიქტით მთავრდებოდა, არ აქვს მნიშვნელობა იყავი თუ არა დამნაშავე, იგი აუცილებლად გამონახავდა რაიმე პრობლემას, მაგალითად:

პირველი შემთხვევა: სამარშუტო ტაქსში სადაც ხალხი ნაკლებად უნდა შეაწუხო და ნაკლები ილაპარაკო, მივიღე შემდეგი სახის შენიშვნა თუ რატომ არ ველაპარაკებოდი მას მთელი გზა (როდესაც ტრანსპორტი გადაჭედილი იყო), თავისთავად ამა მოყვა ისტერიები და დაწყნარება/ახსნა განმარტებაში საკმაოდ დიდი დრო გავიდა. დასკვნა ისაა, რომ თუ თქვენს მეორე ნახევარს ენის გაჩერება არ უყვარს, უმჯობესია გადაადგილდეთ ტაქსით, მეტროთ ან ავტობუსით (რადგან ავტობუსი უფრო დიდია და ხმაურიანი) ანდაც გაისეირნოთ ფეხით.

მეორე შემთხვევა: ”სმს პასუხს რატომ მიგვიანებ?” შეიძლება უბრალოდ მოგიკითხათ და ამ შემთხვევაში არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა ამ პერიოდში და თქვენ ან გძინავთ ან სხვა რამით ხართ დაკავებული ” ა ჩემთვის არ გცალია ხო? ოკ…” ამიტომაც ყველაზე კაი ვარიანტია წინასწარ მიწეროთ, რომ ან რაღაც უნდა გააკეთოთ ან დაიძინოთ, მაგრამ იცოდეთ ესეც შეიძლება ეწყინოს თქვენ მეორე ნახევარს, ამიტომაც ტელეფონის ინტერნეტი უბრალოდ გათიშეთ და თუ რაიმე საჭირო იქნება, ტელეფონის ნომერზე დაგირეკავენ ან მოგწერენ.

მესამე შემთხვევა: ”კი, ხო, არა, აჰა, ოკ, არა არ მწყენია….” ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სიტუაცია რომლის სიტყვებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა ‘ხო” ნიშნავს, რომ თავი მოაბეზრეთ ან გაბრაზებულია რაღაცაზე, რაც ადვილი მისახვედრია, რადგან შეატყობდით ხასიათის ცვლილებას მალევე. ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება დროთა განმავლობაში მაგრამ გიღირთ? უმჯობესია ეგეთ ადამიანს თავი დაანებოთ და ცხოვრება გაიმარტივოთ. ”კი”, კი ხშირად ნიშნავს არას, მაგალითად კაი წავალ ახლა და მოგვიანებით გნახავ. ‘ კი მიდი, კაი მიდი”. აქ თავისთავად ნაგულისხმევია, რომ ახლა თუ აპირებ წასვლას მე ძალიან მეწყინება, მაგრამ მე თავისუფალი ქალი ვარ და ვერ ვიტყვი არ წახვიდეო, რადგან გამომჟღავნდება ჩემი დამოკიდებულება შენდამი, რაც არ მაწყობს. ”არა” მაგალითად ”არა არ მწყენია” ანუ შენი საქმე ცუდათაა, ჯობს გამასწრო, მაგრამ რომ გამასწრო მერე უფრო მეწყინება, ამიტომაც უნდა დარჩე აქ და გული მომილბო. არა ასევე ნიშნავს კის გააჩნია რა დროს და რა კონტექსტშია ნათქვამი, თუ ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ ადვილი მისახვედრია, მაგრამ ხმის ტემბრზე და სახის გამომეტყველებაზე იმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა. ”აჰა, ოკ” ამ სიტყვას თითქმის ერთი მნიშვნელობა აქვს, ანუ ისინი რაღაცაში არ გეთანხმებიან, რაღაცაში არა, არაფერში გეთანხმებიან, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა. უმჯობესია შეაბრუნოთ თქვენი ნათქვამი, რომ მას აზრი შეაცვლევინოთ და მისი წყენა არ მიიღოთ, რადგან მერე მოგიწევთ ათასი ბოდიშები და სიურპრიზების კეთება, მაგრამ იცოდეთ ის, რომ რაც უფრო ხშირად გამოიჭერს გოგო ბიჭს იმაში, რომ იგი მის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და თავის თავსაც კი დაადანაშაულებს, რომ გოგოს არაფერი აწყენინოს, აი აქაა ცუდათ თქვენი საქმე და ეცადეთ მოერიდოთ ასეთ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობას, მხოლოდ მეგობრობა და მორჩა.

მეოთხე შემთხვევა: ‘მე ყოველთვის მართალი ვარ”. რა თქმა უნდა, ქალი ყოველთვის მართალია და ამათზე შეკამათება მარტივად არ სრულდება, ამიტომაც ჯობს თავი აარიდოთ მსგავს კონფლიქტს და სხვა თემაზე გადაიტანოთ ლაპარაკი, მაგრამ თუ თქვენ ეცდებით სხვა თემაზე საუბრის დაწყებას, აქაც ცუდათ იქნება თქვენი საქმე, რადგან წინა თემას გაექეცით.

მეხუთე შემთხვევა: ახლა მის მოწერილებს ვუყურებდი და ასეთი საინტერესო რამეს წავაწყდი. ჩემი რჩევაა მისგან არაფერი დამალოთ, არც დასამალი და არც დაუმალელი თუ როგორაცაა. ‘მართვის მოწმობის ბილეთებს ვაკეთებდი, შენ რას შვები?” ” მართვის მოწმობის აღება როდის აქედან გადაწყვიტე” ესეც ახალი გასაბრაზებელი თემა, ეს უკვე ნელ-ნელა წერტილია თქვენს ურთიერთობაში, ამიტომაც გინდ ტყუილი, გინდ სიმართლე თქვი, აზრი მაინც 0-ია.

მეექვსე შემთხვევა: ”ხმა არ გამცე”, აქ საუბარია მის გაბრაზებაზე, მაგრამ თუ ხმა არ გასცეთ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდებით. უმჯობესია მისი ნახვა პირადად, მაგრამ გიღირთ?

მეშვიდე შემთხვევა: ამის წერაც გამიჭირდა რაც ახლა დავწერე და წარსული გამახსენდა, ამიტომაც ჩემი რჩევაა ეგეთ გოგოს არ გაეკაროთ, მხოლოდ სამეგობროდ გყავდეთ, რადგანაც ერთი გიჟიც აუცილებელია. ნუ დაინგრევთ ამ რთულ ცხოვრებას, უამრავი ადამიანია ამ ქვეყანაზე და ვინმეს მაინც ნახავთ გამორჩეულს. წარმატებები ცხოვრებაში.

3 thoughts on “რას ნიშნავს გოგოების ”არა ”კი” ”ხო”?”
  1. აუ ვიღაცამ გაწყენინა პატარა ბავშვო და დაწერე სტატია? ეტყობა ისეთი არარაობა იყავი რომ ასეთი გოგო რომ შეგხვდა ეგეც სამადლობელოა შენთვის

  2. მე ეგეთ ქალებს არც ვუთმენდი და პირდაპირ ვარტყმევინებდი კედელზე თავს ‘ვსე ს უმა სოშლი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *