ანთროპოლოგმა აფრიკული ტომიდან ბავშვები მიიწვია რათა ერთი საინტერესო თამაში ეთამაშათ.
მან ხესთან ხილით სავსე კალათი დადო და ბავშვებს უთხრა “ვინც პირველი მიირბენს კალათთან ყველა ხილი მისი იქნება”
როგორც კი თამაშის დაწყების ნიშანი მისცა, ბავშვები წამოდგნენ, ხელი მტკიცედ ჩაკიდეს ერთმანეთს და ყველა ერთდ გაიქცა. შემდეგ ისხდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ ხილს.
გაოცებულმა ანთროპოლოგმა ბავშვებს კითხა თუ რატომ გარბოდა ყველა ერთად, როდესაც თითოეულ მათგანს შეეძლო მთლიანი ხილის კალათი მისი ყოფილიყო.
რაზეც ბავშვებმა უპასუხეს: შესაძლებელია რომ ერთი ადამიანი იყოს ბედნიერი, როცა ყველა დანარჩენი მოწყენილია? “Обонато” ეს კი მათ ენაზე ასე გამოითქმის “მე ვარსებობ, იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობთ”
