ლუდის წარღვნა, რომელმაც რვა ადამიანი იმსხვერპლა - SUM.GE
  • პარ. სექ 23rd, 2022

ლუდის წარღვნა, რომელმაც რვა ადამიანი იმსხვერპლა

Byadmin

ივლ 21, 2022

1814 წლის ლონდონის ლუდის წარღვნა იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ტრაგიკული ინდუსტრიული უბედური შემთხვევა, მსოფლიოს ისტორიაში. ეს კატასტროფა მოხდა ლუდსახარშ  „ტოტენჰემ კორტ როუდში“, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია ლუდით დაიტბორა, სახლები დაინგრა და რვა ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფის ცენტრში იყო Horse Shoe Brewery

რომელიც იდგა დიდი რასელის ქუჩისა და ტოტენჰემ კორტ როუდის კუთხეში, სენტ-ჯილში, ცენტრალურ ლონდონში, 269 Tottenham Court Road.

ლუდსახარში დაარსდა 1764 წლამდე და ცნობილი იყო, როგორც პორტერის მთავარი მწარმოებელი.

რამ გამოიწვია ლონდონის ლუდის წარღვნა?
1810 წლისთვის Horse Shoe ლუდსახარში აწარმოებდა ლუდს ინდუსტრიული მასშტაბით. იმავე წელს ლუდსახარშის მფლობელებს საკუთრებაში 22 ფუტის (6,7 მეტრი) სიმაღლის დუღილის ავზი ჰქონდათ დამონტაჟებული.

ეს ავზი იტევდა 3 500 ბარელ ლუდს და სწორედ მან გამოიწვია ლონდონის ლუდის წარღვნა.

ამ პერიოდში ლონდონის მთავარი ლუდსახარშები ამაყობდნენ დუღილის დიდი ღუმელებით.

სხვათა შორის, წყალსაცავი, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია, ყველაზე დიდიც კი არ იყო.

თანამედროვე მწერალი ამტკიცებდა, რომ დაწესებულებას ჰქონდა ავზი, რომელიც იტევდა 18 000 ბარელ ლუდს.

ასეთი მასიური დუღილის ავზები იყო დამაგრებული ძლიერი რკინის რგოლებით, რათა თავიდან აეცილებინათ წნევის მომატება (დუღილის პროცესის გამო), რამაც გამოიწვია აფეთქება. 1814 წლის 17 ოქტომბრის ნაშუადღევს, ჯორჯ კრიკმა, საწყობის თანამშრომელმა, შენიშნა, რომ ლუდსახარშის 22-ფუტიან ავზზე ერთ-ერთი რგოლი ჩამოცურდა. ვინაიდან ეს ხდებოდა წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, კრიკი ამაზე დიდად არ ინერვიულებდა. უფრო მეტიც, კრიკი უფროსმა დაარწმუნა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა და დაავალა, მიეწერა წერილი სხვა თანამშრომლისთვის, სადაც სთხოვდა მას, მოგვიანებით რგოლი გაესწორებინა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კრიკმა აფეთქების ხმა გაიგონა საკუჭნაოდან. აფეთქებას დომინოს ეფექტი ჰქონდა და კიდევ რამდენიმე კედელი დაიმსხვრა. კრიკმა განაცხადა, რომ რვიდან ცხრა ათასამდე ბარელი პორტერი დაიკარგა. ლუდის ტალღამ შემოუარა მიმდებარე ტერიტორიის ვიწრო ქუჩებს და დატბორა Saint Giles’ Rookery-ის ახლომდებარე სახლები. ვინაიდან რაიონში არ იყო სადრენაჟო სისტემა, ლუდს არსად ჰქონდა წასასვლელი, გარდა მიწისქვეშა სარდაფებისა, სადაც ღარიბები ცხოვრობდნენ და მათი სახლები დაიტბორა. წყალდიდობისგან ყველაზე მეტად ახალი ქუჩა დაზარალდა და დაღუპულთა უმეტესობაც იქიდან იყო.

წყაროები ოდნავ განსხვავდება ლონდონის ლუდის წყალდიდობის რვა მსხვერპლის ვინაობაზე. ხუთი (ზოგიერთ წყაროში – ოთხი) მსხვერპლი იყო მგლოვიარე, რომელიც ესწრებოდა წინა დღეს გარდაცვლილი ორი წლის ბიჭის პანაშვიდს. ადამიანები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც სარდაფი, სადაც პანაშვიდი იმართებოდა, ლუდით დაიტბორა. კიდევ ორი ​​მსხვერპლი იყო დედა და მისი სამი წლის ქალიშვილი.

წყაროების უმეტესობა წერს, რომ ორივე დაიღუპა, სხვები კი ამბობენ, რომ მხოლოდ ბავშვი გარდაიცვალა. კიდევ ერთი მსხვერპლი იყო თინეიჯერი მსახური, რომელიც რეცხავდა ქოთნებს ღია ადგილას,  Tavistock Arms-ის პაბის კედლის უკან. კედელი ჩამოინგრა ლუდის ტალღის ძალით ან ავზის აფეთქებით და მსხვერპლი ქვეშ მოიყოლა. ზოგიერთ წყაროში ბოლო მსხვერპლად სამი წლის გოგონაა მოხსენიებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც წყალდიდობის შემდეგ უნდა შესრულებულიყო, იყო გადარჩენილების, განსაკუთრებით ნანგრევების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების ძებნა. იმდროინდელი გაზეთების ცნობით, გარშემო სამარისებური სიჩუმე იყო, რათა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ხმა გაეგონათ და ამიტომ შეძლეს მათი გადარჩენა.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ლუდსახარშის მფლობელები გაათავისუფლეს ყოველგვარი ბრალდებისგან, რადგან წყალდიდობა გამოცხადდა „ღვთის გარდაუვალ აქტად“.

მათ ბრიტანეთის პარლამენტმა  აქციზის გადასახადი გაუუქმა, რომელიც მათ უკვე გადაიხადეს ათასობით ბარელ ლუდზე, რომელიც იზარალეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი არ გადაიხდიდნენ გადასახადებს იმავე რაოდენობის ლუდზე, რაც დაკარგეს. სამაგიეროდ, დაღუპულთა ოჯახებს, ასევე ღარიბებს, რომლებმაც ქონება დაკარგეს, კომპენსაცია არ მისცეს. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.