გილბერტის საბავშვო ლაბორატორია, რომელშიც ნაღდი ურანი შედიოდა - SUM.GE
  • Mon. Dec 5th, 2022

გილბერტის საბავშვო ლაბორატორია, რომელშიც ნაღდი ურანი შედიოდა

ByGuram Labadze

Jul 26, 2022

დღევანდელი ბავშვებისთვის სათამაშოები შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს, რაც გამოწვეულია ორი ფაქტორით, ეს არის ჩვენ ცხოვრებაში შემოსული ახალი ტექნოლოგიები, რომლებმაც ჩაანაცვლეს სათამაშოები და მეორე ფაქტორი, რომელიც ნაკლებად საინტერესოა ბავშვისთვის დღევანდელი სათამაშოები, მაგრამ თუ 90-იანები წლების ბავშვობას გადავხედავთ, ჩვენ უფრო შეზღუდულები ვიყავით ამ თემაში, რადგანაც დენდისა და სეგას კონსოლის მეტი, ალბათ არაფერი იყო ჩვენთვის საინტერესო. მაგრამ რა ხდებოდა მე-20 საუკუნის ამერიკაში…

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, ზუსტად კი 1950 წელს, ამერიკაში იყიდებოდა სათამაშო, რომელსაც ერქვა ‘გილბერტის ატომური ენერგიის ლაბორატორია უ-238’’(Gilbert U-238 Atomic Energy Laboratory). ბავშვებს შეეძლოთ საკუთარი ხელით  შეექმნათ მცირე ‘ატომური ელექტრო სადგური’’, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კომპლექტში შედიოდა ნაღდი ურანი 238. ალბათ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ადრე, მაგრამ არა დღეს, რადგანაც ყველამ ვიცით რომ რადიაცია საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ გსურთ სრულად გაეცნოთ ამ სათამაშოს, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ვიკიპედიაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *