დღესასწაული თუ ჭამის მიზეზი?! - SUM.GE
  • ხუთ. ივნ 8th, 2023

დღესასწაული თუ ჭამის მიზეზი?!

ყოველ დღესასწაულს ხომ თავისი დანიშნულება აქვს, წარსულიდან გამომდინარე ყველას თავისებური ტრადიციული აღნიშვნის სტილი აქვს, თუმცა რა ხდება დღეს?
სად არის ჩვენი ტრადიციები? სად არის ზეიმი, სად არის მხიარულება? თითქოს ეს ყველაფერი ჭამა-სმამ ჩაანაცვლა.

რომელიმე დღესასწაული მოდის? რა კარგია, ვიქეიფებთ… აღარავის არ ახსოვს რას ემსახურება ეს კონკრეტული დღესასწაული. სუფრაზე, რომელიმე მეტად ტრადიციული ადამიანი თუ შემოიფარგლება სადღეგრძელოთი და მორჩა! ეს არის ჩვენი დღეობა (ღრეობა).

ადამიანები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში თუ ვის მეტი ან/და მეტად გემრიელი საჭმელი ექნება სუფრაზე. მთელი თვეების და წლების დაგროვილ თანხას ერთ “დღესასწაულზე” ხარჯავენ, ჭამენ, სვამენ, ერთმანეთს უზიარებენ თუ რა მოამზადეს, რაში რა თანხა გადაიხადეს, ვინ რამდენი შეჭამა, და შემდეგ? შემდეგ წუწუნებენ თუ რა რთულია ცხოვრება და რამდენს შრომობენ ყოველდღიური საკვების მოსაპოვებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *