ჩინელი ბიჭის, ვანგ ფუმანის ისტორია - SUM.GE
  • ხუთ. ივნ 8th, 2023

ჩინელი ბიჭის, ვანგ ფუმანის ისტორია

BySUM.GE

დეკ 26, 2022

ეს არის ჩინელი ბიჭი ვანგ ფუმანი. ორი წლის წინ საზოგადოება აღფრთოვანებული იყო სკოლის მოსწავლის ფოტოთი რომელიც მასწავლებელმა გადაუღო.

გამოცდის ჩასაბარებლად მან 9 გრადუს ყინვაში თხელი ქურთუკით და ქუდის გარეშე გაიარა 5 კმ. თმა და წარბები გაყინული ჰქონდა, ლოყები კი სიცივისგან ღია წითელი.

მის სახლში და სკოლაში გათბობა არ იყო და ყველა მოსწავლე გაკვეთილზე გარე ტანსაცმლით იჯდა. ვანგს ნამდვილად სურდა განათლების მიღება, რადგან ეს იყო სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა.

სხვათა შორის, გამოცდაზე, სადაც ბავშვი ასე ჩქარობდა, 100-დან 99 ქულა დააგროვა.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ვანგის სურათი გადაუღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა, მოსწავლის ისტორიამ საინტერესო გაგრძელება მიიღო.

მომხმარებლებმა შეაგროვეს 3 მილიონი იუანი ანუ $450 000, ამ თანხით მათ შეაკეთეს გათბობა ვანგის სკოლაში, იყიდეს გამათბობლები და თბილი ტანსაცმელი ბავშვებისთვის იუნანის პროვინციაში ღარიბი ოჯახებიდან.

ვანგი პეკინშიც მიიწვიეს. და იცით, რამ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? იცით, რა თქვა მოგვიანებით თავის მოგზაურობაზე?!

  • სახლში სულ ნახშირს ვწვავთ და ჟაკეტებში გვძინავს. და აქ ისეთი თბილი სახლებია, ერთ პერანგში სიარული შემიძლია! ამას პირველად ვხედავ, გათბობა სასწაულია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *