Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
Bloomberg-ზე დაყრდნობით, Apple-მა ელექტრო მანქანების პროექტის შეწყვეტის შემდეგ გეზი შეცვალა და სახლის რობოტების ინდუსტრიის კვლევა დაიწყო
Bloomberg-ს სანდრო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ Apple-ის ინჟინრები რობოტის შექმნას აპირებენ, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლებს მათ სახლებში თვალყური ადევნოს.
Apple-მა თებერვალში ელექტრომანქანებზე მომუშავე გუნდი, სახელწოდებით Special Projects Group გააუქმა. ელექტრომანქანების პროექტი ახალ ბაზრებზე გაფართოების შიდა ძალისხმევის ნაწილი იყო.
ბოლო წლებში კომპანიამ ასევე დიდი ინვესტიცია განახორციელა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებში, როგორიცაა Apple Watch და Vision Pro. თუმცა, ამ უკანასკნელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის შესაქმნელად წლები დასჭირდება.
სახლის რობოტებზე სხვა გიგანტი კომპანიებიც მუშაობდნენ ან ახლაც მუშაობენ.
Amazon-მა 2021 წელს თავისი $1600-იანი Astro home რობოტი წარადგინა, რომელსაც შეუძლია, Alexa-ს ბრძანებებს უპასუხოს. Astro home-ის დებიუტიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მოწყობილობა შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.
აღმასრულებელმა მენეჯერმა, რომელიც პროექტს აკონტროლებდა, Amazon გასული წლის მაისში დატოვა, ნოემბერში კი კომპანიამ Astro-ს ახალი ვერსია გამოუშვა, ამჯერად ბიზნესისთვის, რომელიც მოძრავი დაცვის თანამშრომელია.
Apple-მა სახლის რობოტების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.