C5c50321cf7727771c50edd8ef69ba7c

Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს

Bloomberg-ის ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple-ი OpenAI-სთან შეთანხმებას ასრულებს, რათა წელს iPhone-ში თავისი ტექნოლოგიის ნაწილი დაამატოს. ამ გარიგებით Apple-ს შეეძლება მომხმარებლებს «პოპულარული ჩათბოტი» შესთავაზოს, რომელიც მხარდაჭერილი ChatGPT-ით იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი Google-თან AI პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple-მა «OpenAI-სთან შეთანხმება, ფაქტობრივად, ბოლომდე მიიყვანა».

«OpenAI-სთან დადებული შეთანხმება Apple-ს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს პოპულარული ჩათბოტი შესთავაზოს. ეს AI ფუნქციების იმ ნაკადის ნაწილია, რომლის გამოცხადებასაც კომპანია მომავალ თვეში გეგმავს». — ნათქვამია მოხსენებაში. 

უფრო კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ფუნქციებმა და ინტეგრაციამ იმუშაოს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

Apple-მა მოლაპარაკებები Alphabet Inc.-თან, Gemini ჩათბოტის ლიცენზირების თაობაზეც გამართა. ამ დისკუსიებს შეთანხმება არ მოჰყოლია, მაგრამ გრძელდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ არ არსებობს «გარანტია», რომ Apple-სა და OpenAI-ს შორის გარიგება «დაუყოვნებლივ შედგება».

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ iOS 18-ის AI ფუნქციები (ნაწილობრივ) Apple-ის მონაცემთა ცენტრებით იკვებება.

Apple აპირებს iOS 18 და მისი ახალი AI ფუნქციები WWDC-ზე გამოაცხადოს, რომელიც 10 ივნისს იწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *