Ea383f7778a173764afd5d9428db62f0

როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებოს შესახებ 2023 წელს.

საქსტატის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 94,4% ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

ამასთან, საწარმოთა 72,6% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს იმ საწარმოთა პროცენტულ განაწილებას ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, რომელთაც ინტერნეტზე ჰქონდათ წვდომა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: 

A1eea2b16b5e3b001675abb6c45481e8

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 21,4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13,2%-ით. 

სამიზნე საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები: 

670de7872bc7d3f1e46dfa485a424e2e

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) — 29,6%, ხოლო საწარმოთა 70% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *