Physical Address
304 North Cardinal St.
Dorchester Center, MA 02124
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულისამსახურის განცხადებით, 2023 წლის IV კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია — 4 420.5 ლარი
საქსტატის ცნობით, ამ სფეროში ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,1%-ით გაიზარდა.
მეორე ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
საქსტატის განცხადებით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა.
ასევე:
2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა.
2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
ნახეთ საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2023 წლების IV კვარტალში:
რაც შეეხება სქესს — საქსტატი ამბობს, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.