გერმანული ნაგაზი 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს შორის გადარჩენილთა 20-საათიანი ძებნის შემდეგ ისვენებს. ვეტერინარების თქმით, ძებნაში ჩართული მრავალი მომსახურე ძაღლი სტრესული და დეპრესიული იყო იმის გამო, რომ ცოცხალი ადამიანების ნაცვლად მხოლოდ გვამები იპოვეს. იმისთვის, რომ ცოტათი გაეხარებინათ და თავდაჯერებულიყვნენ, ექსპერტებმა რამდენიმე მოხალისეს სთხოვეს დამალულიყვნენ ნამსხვრევებს შორის, რათა ძაღლებს ეფიქრათ, რომ საბოლოოდ მაინც იპოვეს ერთი “გადარჩენილი”.