ავიაბილეთები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მისი ყიდვა წელიწადში რამდენიმეჯერ გვიწევს, რათა მოვინახულოთ ჩვენი ნათესავი, ან დავბრუნდეთ სამშობლოში ან თუნდაც უბრალოდ სამოგზაუროდ. როცა საუბარი მიდგება ბილეთის ყიდვაზე, ჩვენ ხშირ შემთხვევაში შევდივართ ავიაკომპანიის საიტებზე და მაქედან ვახორციელებთ ბილეთის შეძენას, რაც რა თქმა უნდა კარგია, რადგან ეს არის ავიაკომპანიის ნამდვილი საიტი, მაგრამ ცუდია ის, რომ შეიძლება აქ ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირდეს.
რას ვშვებით ამისთვის თავიდან ასაცილებლად? შევდივართ ავიაბილეთების გადამყიდველ საიტებზე, რათა შევამოწმოთ არის თუ არა ეს ბილეთი უფრო იაფი და ხშირ შემთხვევაში ასეა. მაგრამ სანამ ჩვენ დავიწყებთ ნებისმიერ საიტზე ავიაბილეთების ყიდვას, უმჯობესია, რომ ჩვენი პიროვნება დავფაროთ, ამისათვის საჭიროა cookies ფაილების გათიშვა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
საქმე ისაა, რომ ქუქი ფაილები ინახავს შენს შესახებ ინფორმაციას და გადასცემს მესამე საიტს, მაგალითად შევედი საიტზე სადაც მინდა ვიყიდო ქალის ტანსაცმელი, კერძოდ წითელი კაბა, შემდეგ ჩვენ თუ სხვას საიტზე გადავალთ ამოგვიგდებს ამის შესახებ რეკლამას ან პირდაპირ შემოგვთავაზებს მას, მაგრამ რატომაა ეს ცუდი? ცუდი იმითია, რომ თქვენი ავიაბილეთების დაინტერესება გადასცა მესამე საიტს, რომელიც ფიქრობს რომ შენ გაფრენა ძალიან გჭირდება და ამისთვის ყველაფერს იზამ და მოდი უფრო ძვირი ფასი დავუდოთ რომ გავაფრინოთ უცხოეთში, მაგრამ მოდი მე თუ სხვა საიტმა ასეთი ძვირი ფასი მომცა ისევ იმ საიტზე დავბრუნდები და შევიძენ ბილეთებს, მაგრამ აქაც სურპრიზი, ფასებმა აქაც მოიმატა. ამ ყველაფერს რომ თავი ავარიდოთ გასწავლით მარტივ მეთოდს. უმჯობესია გამოვიყენოთ კომპიუტერი. ჩვენ ბრაუზერში (ბრაუზერი ნიშნავს მარტივი ენით, Google Chrome, Mozilla Firefox, Safari, Opera და ა.შ.) საძიებო ველში მოვძებნოთ რა ბრაუზერიც გვაქ ის სიტყვა და დავუმატოთ extension, მაგალითად; Google Chrome Extension და გადაგვიყვანს გაფართოებების საიტებზე, მაქ იქნება როგორც პროგრამები, თემები და ა.შ. და ჩავწეროთ სიტყვა VPN (Virtual private network) და გადმოვწეროთ ნებისმიერი მუშა მათგანი, ჩემს შემთხვევაში გუგლ ხრომის ბრაუზერში მიყენია VeePN რომელიც უფასოა. აუცილებელია მივცეთ მას ნებართვა, რომ იმუშავოს ინკოგნიტო რეჟიმში, ამისათვის დავაჭიროთ მას ზედა მარჯვენა კუთხეში (შეიძლება იმალებოდეს პაზლის ლოგოში) ვნახოთ ეს პროგრამა დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკით და manage extension. შევხედოთ მაქ და ჩავურთოთ allow in incognito. ამის შემდეგ გადავიდეთ ინკოგნიტო რეჟიმში, ამისათვის ზედა მარჯვენა კუთხეში სამ ვერტიკალურ წერტილს დავაჭიროთ და New incognito window, შემდეგ შევიდეთ vpn პროგრამაში, რომელიც შეიძლება იმალებოდეს პაზლში და გავუშვათ იგი. როცა ჩაირთვება შევალთ ჩვეულებრივ ავიაბილეთების საიტზე და მოვძებნით ჩვენთვის საჭირო ბილეთებს.
რა საიტები არსებობს?
ბევრი საიტია, მე პირადად ვიყენებ უცხოურებს, რადგან ქართულ გადამყივდელ საიტებზე სხვაობა ხადნახან რამდენიმე ასეული ლარია ან ათსეულიც. ეს საიტებია: Aviasales, flightcentre, Gotogate, cheaptickets, cheapflights და ა.შ.
არის თუ არა ეს საიტი სანდოები?
დიახ, ეს საიტები სანდოა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ნახეთ ხალხის შეფასება ამა თუ იმ საიტის მიმართ. მე პირადად აქედან ყველა საიტიდან მიყიდა და არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
რა მინუსები აქვს?
მინუსებში შემიძლია ვთქვა, ის, რომ ამ საიტიდან ყიდვის შემთხვევაში, თუ დაგჭირდეთ გაუქმება ან თარიღის შეცვლა, უნდა მიწეროთ ამავე საიტს და მოგიწიოთ გარკვეული თანხის გადახდა მათ მომსახურებაში.
ქუთაისიდან ფრენებსაც ეხება?
ქუთაისიდან ფრენები ისედაც იაფია და შეგიძლიათ თავად ვიზეირის საიტზე შეიძინოთ, მაგრამ ასევე გადაამოწმოთ თუ იაფია სხვა საიტზე.