2019 წელი, ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი უმასკო და უკორონო წელი, რომელსაც სათანადოდ ვერ ვაფასებდით. სამწუხაროდ 2020, 2021 წლები რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიო ეკონომიკისთვის, ასევე ჩვეულებრივი ხალხისთვის, ამან კი გამოიწვია რეისების შეზღუდვა და ხალხის გადაადგილება. საინტერესო მოვლენა მოხდა ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში. როდესაც აეროპორტისკენ მიდიხარ, თქვენ გხვდებათ ჩვეულებრივი ასფალტის გზა, მაგრამ არა 2021 წელს. ასფალტის ადგილას უკვე ამოსული იყო პატარა პალმები, რაც გამოწვეულია ამ ადგილას ტრანსპორტის ნაკლები გადაადგილებით. ალბათ ბუნება გვანახებს, რომ მას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ადამიანებს.