ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა არის აღკვეთის სინდრომი. რუსული სიტყვა რომ გამოვიყენოთ, ყველასათვის ნათელი იქნება თუ რა იგულისხმება ამაში, ანუ ‘Ломка”. მაგრამ ეს სინდრომი ადამიანს მხოლოდ ნარკოტიკული დამოკიდებულების შედეგად კი არ ემართება, არამედ დაშორების შემდეგაც. მოკლედ, როდესაც ურთიერთობა წყდება დაშორებით, ადამიანის ორგანიზმი წყვეტს ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომელიც იმ ადამიანის მაშინ ჩამოუყალიბდათ, როდესაც ერთმანეთის პარტნიორები გახდნენ. ანუ დაშორების შედეგად ადამიანს შეუწყდა ეს მნიშვნელოვანი ნივთიერების გამოყოფა და იგი(ამ შემთხვევაში ორივე) ცდილობენ, რომ მოიძიონ ახალი პარტნიორი, რომ კიდევ შეძლონ ამ ნივთიერების გამოყოფა. ამით აიხსნება დაშორებული წყვილების აქტიურობა სოციალურ ქსელებში, კლუბებში თუ გაცნობით აპლიკაციებში.