რატომ გაუკვირდა ფრანგ მებაჟეს ამერიკელი ვეტერანის პასუხი პასპორტზე - SUM.GE
  • პარ. სექ 23rd, 2022

რატომ გაუკვირდა ფრანგ მებაჟეს ამერიკელი ვეტერანის პასუხი პასპორტზე

Byadmin

აპრ 15, 2022

ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ მოხდა საფრანგეთში, Deauville – Normandie-ის აეროპორტში, როდესაც 83 წლის ამერიკელმა ვეტერანმა გადაწყვიტა საფრანგეთის მონახულება. როდესაც საპასპორტო კონტროლის დროს მისი რიგი მოვიდა, მოხუცმა ვეტერანმა ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა პასპორტის მოძიება ჩანთაში, რამაც მებაჟის გაღიზიანება გამოიწვია და მიუგე ხანში შესულ კაცს;

მებაჟე: საფრანგეთში პირველად ხართ?

ვეტერანი: არა, პირველად არ ვარ (ეს კაცი ისევ აგრძელებს პასპორტის ძიებას)

მებაჟე: მაშინ უნდა იცოდეთ, რომ პასპორტი მუდამ მზად უნდა გქონდეთ, რათა წარუდგინოთ მებაჟეს.

ვეტერანი: წინაზე ჩემთვის პასპორტი არავის მოუთხოვია.

მებაჟე: კი მაგრამ როგორ? საფრანგეთში შესვლისთვის აუცილებელია პასპორტ კონტროლის გავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვერ შეხვალთ.

ვეტერანმა გაბრაზებულად მიუგო მებაჟეს: 1944 წელს რომ გადმოგვსხეს ნორმანდიაში არცერთი…არცერთი! ფრანგი არ მინახავს რომ პასპორტი მეჩვენებინა.

ბოლოს ვეტერანმა პასპორტი მოიძია და მშვიდად შევიდა ქვეყანაში, ხოლო მებაჟეს ეს ისტორია არასოდეს დაავიწყდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.