საქართველოში საკმაოდაა გავრცელებული ის აზრი, რომ უმაღლესში ჩაბარება აუცილებელია, რადგან დიპლომი გზას ყველგან გაგიხსნის. საქმე ისაა, რომ თუ შენში არ დევს ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება, ვერც დიპლომი გიშველის და ვერც ნათესაობა. ჩემმა ერთმა მეგობარმა მომიყვა, რომ მასთან სამსახურში ერთი პიროვნება ნათეოსაობით მიიღეს, მაგრამ იმ სფეროში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც იძულებული გახდა წასულიყო სამსახურიდან. ხო და რას მოვაყოლე ეს, თუ შენ იცი შენი საქმე, ეს აუცილებლად დაფასდება, საქართველოში თუ არა უცხოეთში, მაგრამ რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ჩემი მაგალითით მინდა ვთქვა რომ მაქვს 2 უმაღლესი სასწავლების დიპლომი, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში და 2 პროფესიული (უფრო სწორად მეორეზე ახლა ვსწავლობ).
მაინც რა არის პროფესიული განათლება საქართველოში?
პროფესიული განათლება საკმაოდ მომგებიანი საქმეა, თუ თქვენ იცით ხელობა, რომელიც გამოგადგებათ მომავალში, ეს იქნება შემდუღებელი, აზომვით სამუშაოების სპეციალისტი, მზარეული თუ სხვა რამ, მაშინ ეს გაგიადვილებთ სამსახურის მოძიებას და სტაბილურ შემოსავალს, მაგრამ ასწავლიან რომ საქართველოში მას კარგად? მოდი ცოტა რამ ჩემი გამოცდილების შესახებ: პირველად ჩავაბარე კოლეჯ ა(ა)იპ იკაროსი, ფაკულტეტი სარესტორნო საქმისწარმოება, იგივე მიმტანი. თავისთავად სახელწოდება მიმტანი საკმაოდ დამაკნინებელია ზოგისთვის, ამიტომაც შეიცვალა სახელი და დაერქვა სარესტორნო საქმისწარმოება. სწავლა მიმდინარეობდა 6 თვე და მინდა ვთქვა, რომ იყო საკმაოდ საინტერესო, როგორც თეორიული მხარე, ასევე პრაქტიკული. ასევე აღვნიშნავ, რომ გადაცემა მასტერ შეფის გადაცემის მონაწილეები და ფინალისტები, ზუსტად კოლეჯ იკაროსის სტუდენტები არიან, ამიტომაც ეს გვაძლევს საშუალებას ვივარდაუდოთ, რომ სამზარეულოს მხრივ აქ სწავლება საკმაოდ კარგია და ზუსტადაც, საკმაოდ კარგი შეფ-მზარეულები ყავს ამ კოლეჯს, როგორიც არის ‘მანუელ ფაუნდეს ბარანდა”, რომელიც ყველასათვის საყვარელი შეფია და კიდევ ბევრი სხვა ქართველი შეფ-მზარეული. მოკლედ, ლაპრაკი რომ არ გაგვიგრძელდეს მინდა ვთქვა თუ რა პლუსი და მინუსი აქვს ამ კოლეჯს.
პლუსი
პლუსი არის ის, რომ თუ თქვენ ბოლომდე მიყვებით ამ საქმეებს, გამოხვალთ აუცილებლად პროფესიონალები თქვენს საქმეში, მაგრამ აუცილებელია დროის დათმობა და ბოლომდე დახარჯვა. პლუსი ასევე ის არის, რომ უმრავლესობა პროფ.კოლეჯების არის უფასო. კოლეჯის ჩამონათვალები და უფასო პროგრამები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე http://www.vet.emis.ge
მინუსი
ლექტორების/მასწავლებლების ზერელე დამოკიდებულება ზოგიერთ საგნების მიმართ, ამიტომაც თუ არ ხართ მიმწოლი და მომთხოვნი, შეიძლება ლექტორებმა თქვენს ჭკუაზე გატარონ, გაგაცდევინონ საგნები და ა.შ. ასევე, ზოგი კოლეჯი ადგილმდებარეობით საკმაოდ შორსაა, მაგალითად კოლეჯი იკაროსი, სპექტრი, SBA და ა.შ.
რა ზღვრული ასაკი არის და რას ითხოვენ ისინი?
ასაკი ყველა ფაკულტეტზე სხვადასხვაა, ზოგი ითხოვს მე-9 კლასს, ზოგი მე-12 კლასს, ზოგადად 18 წლიდან ზევით. განათლებას რაც შეეხება სრული ზოგადი ატესტატი, ანუ 12 კლასის დამთავრება ან 9 კლასის ატესტატი, გააჩნია ფაკულტეტს. ასევე მათ შეიძლება მოითხოვონ ფორმა 100 (იგივე ფსიქო) ზოგიერთი ფაკულტეტისთვის.
რა დროს იწარმოება რეგისტრაცია?
რეგისტრაცია იწარმოება წელიწადში ორჯერ, ეს არის გაზაფხულის პერიოდში (მაისი, ივნისი) და შემოდგომის (სექტემბერი, ოქტომბერი), მაგრამ თუ გამოგრჩათ ეს თარიღები, კოლეჯი აწყობს შიდა გამოცდებს, რომელის დროსაც შეგიძლიათ მიმართოთ მათ და შეიტანოთ საბუთები ვეტ.ემის.ჯის გარეშე.
რა სახის გამოცდები გვიწევს რომ ჩავაბაროთ?
გამოცდები ყველა კოლეჯს და ფაკულტეტს სხვადასხვა სახის აქვს. ზოგს უნარები, ზოგს წიგნიერება, ზოგსაც გასაუბრება, ზოგსაც შიდა ტესტირება, ამიტომაც vet.emis.ge წინასწარ არის დაწერილი ფაკულტეტის კომენტარში თუ რა სახის გამოცდა გიწევთ.
დასკვნა
დასკვნა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საკმაოდ კარგი საშუალება ხელობის დაუფლების, მაგრამ მაინც ბევრი რამეა გასაკეთებელი მის დასახვეწად, ამისათვის კი საჭიროა კარგი განთლების სისტემის შემოღება.