ნარკომანები როგორც იცით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაგაჯერონ რომ მათ ფული მისცენ. ხშირად გაგვიხუმრია შემდეგ ტერმინებზე: ”ძმაკაცის დედას ბიძა შეეძინა და სავაადმყოფოდან გამოსაყვანად ფული გვჭირდება” ან ყოველდღიური ცხოვრებიდან: ”აუ სისხლი ჩააბარე რა ბიჭებს ფული გვჭირდება” ”აუ დაალომბარდე ან სესხი ამაღებინე ბანკში ჩემს დედას **** თუ იქით კვირას არ დაგიბრუნო”.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დედაზე იგინებიან, ისინი ფულს მაინც არ აბრუნებენ და გარკვეულ დროის განმავლობაში ისინი ფულს მაინც გთხოვენ უკან.
საქმე ისაა, რომ ყველასათვის ცნობილი სიტყვა ‘ლომკა” ადამიანს აუძიულებს ის დოზა მიიღოს, რაც მის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი. პირადი გამოცდიელბით გეტყვით, რომ სახლში ზუსტად ასეთი ადამიანი მეჯდა და ყველაფერს ცდილობდა, რომ ის 10 თუ 20 ლარი იყოს მოეთხოვა ჩემთვის. ამ პატარა თანხას არც არავინ ჩივის მაგრამ ის ხშირად ყოფილა 1000 დოლარი მაინც. მე კი რომელსაც სამსახური არ მქონდა ყოველთვის მთხოვდა რომ მისთვის ფული მიმეცა, ოღონდ არასოდეს ამბობდა რომ მას ეს ფული წამალისთვის სჭირდებოდა.
როგორ აჯერებენ ადამიანს რომ ფული მისცენ? საუბარი იწყება ამბავის მოყოფლით, ვთქვათ მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით სადღაც და იქ მოგვივიდა შელაპარაკება ერთ ადამიანთან, დავჭერით და გავიქეცით. ახლა კი გვთხოვენ ფულს რომ არ ვუჩივლოთ მკურნალობის ფული მივცეთ მას, რათა არ გვიჩივლონ და არ დაგვიჭირონ. ან რომ მის შვილებს ეს ფული ძაან ჭირდებათ რადგან ბინის ქირაობა სურთ. თავისთავად ეს ამბავი იმაზე დამაჯერებელია, ვიდრე მე მოვყევი. ამიტომაც როცა მსგავსი ადამიანი შემოვა თქვენს ოჯახში, არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ და არ მისცეთ ფული მას.
წამალდამოკიდებულების და თამაშდამოკიდებულების მკურნალობა შესაძლებელია და ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან დააძალონ მას ამის გაკეთება, თორემ მისი დღეები და და წამები დათვლილია.
გახსოვდეთ, არ წაახალისოთ იგი და არ მისცეთ ფული მათ. უმკურნალეთ.