„თოვლის თეორიის“ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა უილსონ ელისონ ბენტლიმ. უილსონმა მთელი ცხოვრება ფიფქების შესწავლას მიუძღვნა, ჯამში 5000 სურათი გადაიღო და არცერთ მათგანს არ ჰქონია განმეორებადი ფიფქები.
შემდეგი ცვლილება “თოვლის თეორიაში” ფიზიკის პროფესორმა კენეტ ლიბრეხტმა განახორციელა. ის ამტკიცებს, რომ გარეგნულად იდენტურ ფიფქებს აქვთ განსხვავებები შიდა სტრუქტურაში, კერძოდ, ბროლის გისოსებში. ამიტომ, თქვენ ვერასოდეს იპოვით სრულიად იდენტურ ფიფქებს.
თუ ამ მასალის წაკითხვისას ფიქრობთ, რომ მეცნიერები მთელი ცხოვრება სიამოვნებისთვის სწავლობდნენ ფიფქებს, მაშინ ღრმად ცდებით. კლიმატის ცვლილების პროგნოზირებისთვის საჭიროა თოვლის თვისებების შესწავლა.