აშშ-ს შტატ ნიო-მექსიკოში, 22 მაისს, 1957 წელს, ბომბდამშენმა B-36-მა შემთხვევით ჩამოაგდო 21 ტონიანი წყალბადის ბომბი Mk-17 სამხედრო ბაზასთან ახლოს, რომლის ჩამოგდების სიმაღლე 600მ იყო. საბოლოოდ იგი ძროხების საძოვარში ჩავარდა. როგორც კი ბომბა მიწას შეეხო, იმწამსვე იმოქმედა აფეთქების ძალამ (საბედნიეროდ პლუტონის ბირთვი ინახებოდა ცალკე თვითმფრინავში, უსაფრთხო ადგილას). რადიაქტიული ნარჩენები მიმოიფანტა 1.5 კილომეტრის რადიუსზე ეპიცენტრიდან. აფეთქების შედეგად კი როგორც ნავარაუდევი იყო წარმოიქმნა 7 მეტრი სიღრმისა და 3 მეტრი სიგანის კრატერი.